ვენახში ხარობს მწვანე და ქისის ჯიშის ბიო ყურძენი.
მარანი ის ადგილია სადაც ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, მიწაში ჩაფლულ თიხის ამფორებში, რომლებიც განკუთვნილია ღვინის, როგორც დადუღების, ასევე მისი შენახვისთვის.
ღვინის ქვევრში წარმოების მეთოდს 2013 წ. იუნესკოს მიერ მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ჩვენი ღვინოა: რქაწითელი, რქაწითელი-მწვანე, საფერავი, ქისი, მწვანე, ვარდისფერი.