შატო ნაფარეული თვალწარმტაც ბუნებაში მდებარე ვენახია, დიდი კავკასიონის ძირში, ალაზნის ველზე, რომელიც დასაბამითგან განთქმულია საუკეთესო ქართული ღვინით.
შატო ნაფარეულის ყველა ოთახში დადგმულია მოხერხებული საწოლები და მოწყობილია სველი წერტილები შხაპით.
შატო ნაფარეული გეპატიჟებათ სტილიზებულ რესტორანში ხის ავეჯით სადაც მოგაწვდიან ტრადიციულ კახურ კერძებს. ტერასაზე, კავკასიონის მთების ხედით, შესაძლებელია ისიამოვნო ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესებით, წაიკითხო წიგნი, დააგემოვნო ღვინო და მოუსმინო მსოფლიოში მოგზაურთა მონაყოლს.
სტუმრების განკარგულებაშია აუზი, მარანი ღვინის ფართო არჩევანით და სწრაფი ინტერნეტი. ჩვენს ღვინოებზე ამბობენ რომ მათ შეუძლიათ დროის შეჩერება. და რომელ თქვენგანს აქვს ის მოჭარბებით?